ნუცა ღოღობერიძე – პირველი ქართველი ქალი ტელერეჟისორი. #FemWiki

25 წლის ასაკში ნუცა გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. განათლება ჯერ თბილისის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში მიიღო. 35 წლის ასაკში თავისი ქმრის, საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის გამო გადაასახლეს. გადასახლებამდე სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო, მათ შორის პირველი იყო „მათი სამეფო“(1927).