ომის დანაშაული

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა კაშხლის აფეთქებით მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. კახოვკას კაშხლის აფეთქებამ მხოლოდ სამოქალაქო ინფსრასტრუქტურა არ დააზინა; კაშხალზე იყო დამოკიდებული ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე, ასევე, ეკოსისტემის მთელი ჯაჭვი, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე განადგურებულია.

ამ აქტით, რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არ აპირებს გაჩერებას!

ჰუმანიტარული კატასტროფა და კრიზისი

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტი მდებარეობს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად დაიტბორება! წყალდიდობის გამო, ათიათასობით ადამიანი დაკარგავს სახლს და წვდომას სასმელ წყალზე.

სოფლის მეურნეობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, წლების განმავლობაში ვერ აღიდგენს დანაკარგს.

ეს გაუკეთა რუსეთმა უკრაინელ ხალხს!

ეკოციდი

ხერსონის რეგიონს, მდინარე დნეპროს აუზის გარშემო, უკიდურესად მდიდარი ბიომრავალფეროვნება აქვს. ჭაობიანი მდინარეების კალაპოტები, კუნძულები, სტეპური სათიბები, თუნდაც პატარა უდაბნო – მთელი ეს ფლორა და ფაუნა სრული განადგურების საფრთხის ქვეშაა.

ათეულობით კვადრატულ კილომეტრზე, 24 საათის განმავლობაში, ცხოველთა უმეტესობა მოკვდება.

რუსეთმა მოკლა ისინი!

ბირთვული ესკალაცია

ზაპორიჟიას ატომური სადგური, რომელიც კაშხლის ჩრდილოეთით მდებარეობს, აფეთქების შედეგად დაკარგავს დიდი რაოდენობით წყალს, რამაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემა შეიძლება დაარღვიოს და შექმნას მსოფლიოში უდიდესი ბირთვული აფეთქების რისკი.

რუსეთის ქმედებები პირდაპირ მიმართულია ბირთვული ესკალაციისკენ!

ისტორია მეორდება

ეს არ არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა უკრაინის კაშხალი ააფეთქა.

1941 წელს, უკანდახეულმა საბჭოთა კავშირის ჯარმა დნიპროს ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა.

რა თქმა უნდა, ოპერაციის განხორციელებამდე ადგილობრივი მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, არც ევაკუცია მომხდარა. წყლადიდობის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.

რუსეთი სერიული მასობრივი მკვლელია!

ნულოვანი ანგარიშვალდებულება

ამჟამინდელ საერთაშორისო სისტემაში, არ არსებობს გზა, რითაც რუსეთი პასუხისმგებლობას აიღებს მსგავს ქმედებებზე და სხვა სამხედრო დანაშაულებებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინა.

წინსვლის ერთადერთი გზა უკრაინის დახმარებაა, რომ როგორმე შეძლოს, დამატებითი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, რუსეთი გააძევოს საკუთარი მიწიდან.

❗️უკრაინა იმსახურებს გამარჯვებას.
უკრაინა იმსახურებს თავისუფლებასა და სამართლიანობას.