ოპრა უინფრი – ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი, არაერთი წიგნის ავტორი და ქველმოქმედი #FemWiki

მიუხედავად მძიმე წარსულისა – ოპრა იზრდებოდა ისეთ ღარიბ ოჯახში, რომ კარტოფილის ტომრისგან შეკერილი კაბა ეცვა, ხოლო ადრეულ ასაკში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა – ნიჭიერებითა და მიზანდასახულობით მან შეძლო, რომ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფროამერიკელი ქალი გამხდარიყო.

ოპრა უინფრი ლეგენდარული ტელეწამყვანია – მისმა შოუმ 25 წელზე მეტ ხანს შეინარჩუნა ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს სტატუსი.

იგი ცნობილია სამსახიობო და სამწერლობო კარიერითაც. მონაწილეობა 33-ზე მეტ ფილმსა და სერიალში აქვს მიღებული. არის 10-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველა ბესტსელერი გახდა. მოპოვებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები.

ოპრა უინფრი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებაში. ზრუნავს იმაზე, რომ განათლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

საინტერესოა, რომ მისი უდიდესი წარმატების შემდეგ გაჩნდა ტერმინი – ოპრას ეფექტი. უფრო მეტიც, ოპრა დღემდე რჩება ახდენილი ამერიკული ოცნების სიმბოლოდ.