#ორშაბათისდავალება
თვითდამაზიანებელი ქცევა ერთგვარი ჩვევაა, რომელსაც ისე ვაკეთებთ, ვერც ვიაზრებთ და თავსაც თითქოს კარგად ვგრძნობთ.
ეს იმიტომ ხდება, რომ მსგავსი ტიპის ქცევაზე პასუხისმგებელი ჩვენი ტვინია, რომლისთვისაც ასეთი ქცევა ერთგვარი გამკლავების მეთოდია – ამ გზით ის გვიცავს ნერვიულობისგან, უარყოფითი ემოციებისა და შფოთვისგან.

მსგავსი ქცევის გამოწვევი მიზეზები ჩვენს წარსულში, მტკივნეულ და ტრავმულ მომენტებში უნდა ვეძებოთ. მიუხედავად იმისა, გვახსოვს თუ არა ზუსტი მოვლენა, ჩვენი ქვეცნობიერი მსგავს მომენტებს მაინც ინახავს და ყოველდღიურ ქცევაში, ჩვენდა უნებურად თვითდამაზიანებელი ქცევის ფორმით გვიბრუნდება.