
ოქტომბერში, მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ონკოპაციენტებს მკურნალობა სრულად უნდა დაფინანსებოდათ.
თუმცა, აღნიშნული დაპირება არ აღმოჩნდა სიმართლე, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა, წერია: სრულად დაფინანსება მოიაზრებს, წლიურად 25 000 ლარის ლიმიტს და არა სრულ დაფინანსებას; ონკოპაციენტებმა, რომლებმაც დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს – უარი მიიღეს.
ონკოპაციენტები კითხვებზე პასუხს ელოდებიან, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. ამ ეტაპისთვის, სრულად გაუგებარია, შევიდა თუ არა ძალაში კანონი, ან რა პირობებით ამოქმედდება მომავალში. ვადების გადაცილების შესახებ, ჯანდაცვის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა არ აუღიათ.
❗️კითხვებზე პასუხის გაცემის იმედად, 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ონკოპაციენტები პარლამენტის წინ იკრიბებიან. მათი მოთხოვნა ლიმიტის მოხსნა და მკურნალობის სრული დაფინანსებაა.
პროექტის მხარდამჭერია New Democracy Fund.
