
პაპილომა ვირუსის ვაქცინა, რომელიც ადამიანებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით. საშვილოსნოს ყელის კიბო, ძირითად შემთხვევაში, სწორედ ადამიანის პაპილომა ვირუსითაა გამოწვეული.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო გეგმიური აცრით საქართველოში, 2022 წლის განმავლობაში, 10-12 წლის ასაკის გოგონების 50% აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 5%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
