პლატფორმები – „ქალები საქართველოდან“ და „GrlzWave” იწყებენ ერთობლივ კამპანიას #ქალებივირჩევთ.

ქალები ყველაზე მსხვილი ამომრჩევლების ჯგუფია (54%) საქართველოში, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენენ. შესაბამისად, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

‍♀️ მიუხედავად ამისა, ბოლო არჩევნებზე (2021 წელს), ნახევარ მილიონზე მეტ ქალს საარჩევნო ხმის უფლებით არ უსარგებლია. შეიძლება არსებობდა მიზეზები, რატომაც წინა წლებში შენი ხმა არ გამოგიყენებია, მაგრამ გახსოვდეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით, საქართველოს ევროპულ მომავალს იცავ!

გახსოვდეს, რომ ქალები ვირჩევთ და ჩვენი ხმა გადამწყვეტია!

Credits: Luka Zarandia
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1005310038009022/