
რამდენიმე თვის წინ, “ორბიმ” ბახმაროში 100 მილიონიანი კომპლექსის ფოტოები გამოაქვეყნა და ჯერ აუშენებელ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო.
სახელმწიფომ კომპანიას 4,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.
⁉️ ამ დრომდე გაუგებარია, რატომ არ მიეცა სხვა ინვესტორს ბახმაროს განვითარების გეგმის წარმოდგენის საშუალება და რატომ უნდა მიიღოს მხოლოდ ერთმა სასტუმრომ ყველა სარგებელი; რატომ არ ხერხდება ადგილობრივი მოსახლეობის მცირე სასტუმროების მშენებლობის ხელშეწყობა, თუნდაც მწვანე სესხებით ან ინვესტიციით?
სპეციალისტების თქმით, “ორბის” მასშტაბური კომპლექსის პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეწინააღმდეგება და ის სრულად ამოვარდნილია გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან.
❌ პროექტი არცერთი პარამეტრით არ ითვალისწინებს ადგილის განწყობას, ხოლო შენობის არქიტექტურა ოდნავაც კი არ არის თანხვედრაში ბახმაროში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ არქიტექტურასთან. შენობა არც ეკოლოგიური მშენებლობის პრინციპებს ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ბახმაროს, სადაც პატარა, ფერადსახურავიანი სახლებია, 300 000 ადამიანზე გათვლილი მინის კონსტრუქცია დაემატება.
