რა ლამაზი დღეაააააა,
რა ნათელი მზეააააა ☀️

GrlzWave 3 წლისაა!

3 წლის წინ, ამ დღეს, 3 მეგობარი იუსტიციის სახლში მივედით და Grlzwave-ის დარეგისტრირებაზე განცხადება შევიტანეთ. მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ სულ მალე ჩვენი პატარა წამოწყება ამდენ მხარდამჭერს და კოლეგას შემოიერთდებდა.

მადლობა ყოველი გამამხნევებელი სიტყვისთვის, კრიტიკისთვის და რჩევისთვის! თქვენ გარეშე არაფერი იქნებოდა.

ფოტო შარშანდელია, ამის შემდეგ ბევრი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი შემოგვიერთდა გუნდში, ნელ-ნელა გაგაცნობთ ყველას ♥️

P.S სულ მალე ჩვენს დაბადების დღის წვეულებაზეც დაგპატიჟებთ უკლებლივ ყვეეეეელას