
როდესაც მენსტრუაციის პერიოდში ადამიანს არ მიუწვდება ხელი მისთვის სასიცოცხლო ჰიგიენურ საშუალებებზე (საფენი, ტამპონი, მენსტრუალური ჭიქა, ტკვილგამაყუჩებელი), ამას მენსტრუაციული სიღარიბე ეწოდება.
სამწუხაროდ, საქართველოში მენსტრუაციულ სიღარიბე არ არის სიღრმისეულად გამოკვლეული, თუმცა ზოგადი სოციალური ფონიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჰიგიენურ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით:
❗გლობალურად, ახალგაზრდა ქალები სასწავლო წლის 20%-ს მენსტრუაციის გამო აცდენენ;
❗სამხრეთ აფრიკაში, 10 გოგოდან 1 სკოლას მენსტრუაციის გამო აცდენს;
❗ინდოელი გოგონების 25% მენსტრუაციის დაწყებისთანავე წყვეტს სკოლაში განათლების მიღებას;
❗აშშ-ში სიღარიბეში მცხოვრები 22 მილიონი ქალი ვერ ახერხებს მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების შეძენას.
