რუკების შექმნის ვორქშოფი ჩვენთან, GrlzWave-ის ჰაბში ️

️ რუკა ძირითადად ზემოდან დანახულ სივრცეზეა კონცენტრირებული, ისინი უკვე საუკუნეებია ძალაუფლების ასახვისთვის გამოიყენება. მათი შინაარსი ყოველთვის პოლიტიკური ხასიათისაა. რუკები ფაქტობრივად არასდროსაა ნეიტრალური, მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ ასეა.

თუ გაინტერესებს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს „მეხსიერებიდან შექმნილი რუკა“; როგორ შეიძლება რუკის შექმნა ვაქციოთ საერთო პროცესად, სადაც რუკებს ხელახლა დავხატავთ, გავიაზრებთ საპროტესტო სივრცეებს თბილისში — მაშინ გელოდებით.

ვორქშოფის პროცესში, GrlzWave-ის ჰაბიდან პარლამენტთან გადავინაცვლებთ, სადაც ადგილზე შევძლებთ რუკის მოხაზვას, შემდეგ კი დავბრუნდებით ჰაბში და ჩვენ მიერ მოხაზული რუკების მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად შევძელით იმის ასახვა, რაც ჩავიფიქრეთ.

4 მაისს, 13:00 საათზე, GrlzWave-ის ჰაბში ერთად ვისწავლოთ რუკის შექმნის ხელოვნება. დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული, ამიტომ რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/g8qU8rMsoqnP1gMm8

ვორქშოფს ჩაატარებს ახალგაზრდა არქიტექტორი, ნორა, ბერლინიდან, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროტესტის სხვადასხვა ასპექტს იკვლევს.

️ მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.

ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

———

Mapping workshop at our space – GrlzWave hub.

Maps are usually focused on space as seen from above — and for centuries, they’ve been used as tools of power. Their content is always political. In fact, maps are almost never neutral, even when we think they are.

If you’re curious about what a “map drawn from memory” might look like, or how map-making can become a collective process — one where we redraw and rethink protest spaces in Tbilisi — then this workshop is for you.

During the workshop, we’ll move from the GrlzWave hub to the Parliament area, where we’ll sketch on-site, and then return to the hub to reflect on our maps and how successfully we captured what we envisioned.

Join us on May 4th at 14:00 at the GrlzWave Hub to learn the art of alternative map-making. Participation is free, but spots are limited — so make sure to register via the form: https://forms.gle/g8qU8rMsoqnP1gMm8

The workshop will be led by Nora, a young architect from Berlin, who is currently researching various aspects of the ongoing protests in Georgia.

Location: 5 Besiki Square, entrance through Madres restaurant.

The workshop will be held in English.