რუსუდან ჟორდანია #Femwiki

✈️პირველი მფრინავი ქალი საქართველოს ავიაციის ისტორიაში. რუსუდანმა ოცი წლის ასაკიდან დაიწყო ფრენა, ცხოვრების მანძილზე აითვისა 4 სხვადახვა თვითმფრინავი, მონაწილეობა მიიღო სამამულო ომში და 5000-ზე მეტი საათი გაატარა ჰაერში.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და არის ავტორი წიგნისა, „შავი ზღვის მფრინავები“. ლიტერატურის გარდა, რუსუდანი თავის გამოცდილებას ახალგაზრდა მფრინავებსაც უზიარებდა საავიაციო სკოლაში პედაგოგად მუშაობის დროს.