
რუსული კანონის და სიძულვილის კანონის ფონზე, პარლამენტმა გენდერული კვოტების რეფორმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ქალთა კვოტირება არ გულისხმობს პოლიტიკაში მათ მხოლოდ იმ მიზეზით ჩართვას, რომ ისინი ქალები არიან. კვოტა საქართველოს კონტექსტში (იქ, სადაც, ჩვეულებრივ კაცის სამსახურში მიღებას ენიჭება უპირატესობა) ნიშნავს, ქალისთვის გაჩნდეს სამუშაოს შესაძლებლობა. კაცს კი დაუმსახურებლად არ მიენიჭოს უპირატესობა მხოლოდ იმის გამო, რომ კაცია. სამსახურში კი მიიღონ ქალი, სრულიად დამსახურებულად.
