საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, GrlzWave-მა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)-თან თანამშრომლობით, პრინტ-კონკურსი ჩაატარა.

მონაწილეებს უნდა შეექმნათ პრინტი, რომელიც საზოგადოების დაარწმუნებდა, რომ ნაადრევი დიაგნოსტირება და სისტემატური შემოწმება ამცირებს დაავადების განვითარების რისკებს და ზრდის სრულად გამოჯანმრთელების შანსს.

გიზიარებთ ჩვენს ორ ფავორიტ პრინტს სააგენტოებისგან McCann Tbilisi და Redberry.

ასევე, სამწუხაროდ, აღვნიშნავთ, რომ პრინტების უმეტესობა იყო ძალიან არასენსიტიური. იმედი გვაქვს, სააგენტოები სამომავლო კონკურსებში ამას გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ.

სრულად კონკურსის შედეგები: https://bit.ly/3bA6X9T