
სამწუხარო დღე ქალთა უფლებებისთვის.
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო ნაყოფის დეფექტების გამო აბორტს არაკონსტიტუციურად აფასებს.
პოლონეთს ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი ქონდა აბორტების შესახებ მთელ ევროკავშირში, მაგრამ 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა არაჰუმანური კანონის დამტკიცების გამო.
განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, აბორტი პოლონეთში მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველობის შემთხვევაში დაიშვება. რაც უკანასკნელ წლებში კანონიერად ჩატარებული აბორტის მხოლოდ 2% -ს შეადგენს.
38 მილიონიან ქვეყანაში წელიწადში 2000-ზე ნაკლები ლეგალური აბორტი კეთდება, მაგრამ ქალთა ჯგუფების შეფასებით, 200 000-მდე პროცედურა ხორციელდება უკანონოდ ან საზღვარგარეთ, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ქალისთვის.
