საფრანგეთი სრულად უზრუნველჰყოფს გადაუდებელი კონტრაცეფციისა და სგგი (სქეობრივად გზით გადამდები ინფექციები) სკრინინგის უფასო ხელმისაწვდომობას ყველასთვის.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაუდებელი კონტრაცეფცია უფასო გახდება ყველა ასაკის ადამიანისთვის, ასევე გაუმჯობესდა სგგი სკრინინგზე წვდომა.

სგგი-ს ეროვნული ცენტრის თანახმად, საფრანგეთში 2020-დან 2021 წლამდე გაიზარდა ინფექციების გავრცელების რიცხვი, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია სკრინინგზე ხელმისაწვდომობის შემცირებით.

აქამდე გადაუდებელი კონტრაცეფცია უფასო და ურეცეპტო იყო მხოლოდ არასრულწლოვანთათვის, 26 წლამდე პირებისთვის კი – რეცეპტით.

საფრანგეთის აფთიაქებში გადაუდებელ კონტრაცეფციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა მალე იქნება შესაძლებელი, „ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, – განაცხადა მინისტრმა.

გადაუდებელი კონტრაცეფცია დაუცველი სექსუალური ურთიერთობების შემდეგ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებაა.