
“საყვარელო მამა!
თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.
ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
შენი მარო”…
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.
1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა.
მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.
ბავშვობიდან მწერლობაზე ოცნებობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. მაროს თავისი დღიური ჰქონდა, სადაც ჩანახატებს აკეთებდა და მისი ნაწერების მთავარი თემა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრი იყო. #Femwiki
