
სირიაში მაშველებმა ახალშობილი ნანგრევებიდან მაშინ გამოიყვანეს, როცა ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დედასთან მიბმული. სამწუხაროდ, დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხუთსართულიანი კორპუსი, რომელშიც ბავშვის ოჯახი ცხოვრობდა, სრულად განადგურებულია. ჩვილი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრია. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე, 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, 34 810 – დაშავდა, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს აღემატება.
ფოტო: The Economic Times
