
სოფი შოლი, გოგო, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ გამართული სტუდენტური პროტესტის ლიდერობისთვის, სიკვდილით დასაჯეს. #Femwiki
21 წლის ანტინაცისტური აქტივისტი მიუნხენის უნივერსიტეტის კამპუსში ომის საწინააღმდეგო ბუკლეტების გავრცელების გამო დააკავეს.
1943 წელს, სტუდენტური მოძრაობის, „თეთრი ვარდის“ ერთ-ერთ ლიდერს, გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს, “სააგიტაციო ფურცლების” გავრცელების გამო, სადაც ნაცისტებს კიცხავდნენ.
სოფის ბოლო სიტყვები იყო: “ასეთი მშვენიერი მზიანი დღეა, მე კი წასვლა მიწევს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს სიკვდილს, თუ ჩვენი მეშვეობით ათასობით ადამიანი გამოიღვიძებს და მოქმედებას გადაწყვეტს”
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
