
ტალინში, რუსეთის საელჩოსთან, უკრაინელი ქალების მხარდამჭერი პერფორმანსი გაიმართა. აქტივისტებმა რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელ ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა ამ ფორმით გააპროტესტეს.
„რუსი სამხედროები უკრაინაში ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ და კლავენ, ადამიანები რომლებიც ომის დანაშაულებს მხარს უჭერენ, მისი მონაწილეები არიან. ეს არის ჩვენი მესიჯი და სათქმელი პუტინის რეჟიმის მხარდამჭერებისთვის”. – ამბობენ აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები
