
უკვე 30 წელზე მეტია, რაც ყოველი წლის ოქტომბერი ძუძუს კიბოსადმი ცნობადობის ამაღლებას ეთმობა. კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა ადამიანებში. ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 1700-1800 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.
გახსოვდეთ, რომ წარმატებული მკურნალობისთვის და სრულად გამოჯანმრთელებისთვის დროული დიაგნოსტიკა უპირობო გამოსავალია, ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
