
უკრაინელ ქალებს, რომლებზეც რუსმა სამხედროებმა სექსუალურად იძალადეს, არ აქვთ საშუალება პოლონეთში აბორტი გაიკეთონ ქვეყანაში არსებული პოლიტიკის გამო – კვინტი
პოლონეთში არსებული მკაცრი აბორტის საწინააღმდეგო კანონების გამო, ექიმები და მოხალისეები იძულებულები არიან მობილიზდნენ და ფარულად დაურიგონ აბები გაუპატიურების შედეგადად გადარჩენილ ქალებს. არსებული კანონის მიხედვით, შესაბამისი წამლები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, უკრაინელი ქალებისთვის კი რეცეპტის მიღება რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ექიმს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოლონეთი გახდა ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელსაც აბორტის ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდავი კანონი აქვს მიღებული. აბორტი პოლონეთში მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემთხვევაშია დასაშვები, თუმცა უკრაინელი ქალებისთვის დღეს ოფიციალური პროცესების გავლა რთულია, ამ ეტაპზე მათთვის აბორტის გაკეთება მხოლოდ არალეგალური გზებით ხდება.
