
ფადიკო გოგიტიძე – პირველი ქართველი მფრინავი ქალი #FemWiki
ფაკიდომ 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. ამის შემდეგ მუშაობდა ბათუმის აეროკლუბში ინსტრუქტორად
„ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი… ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარის სიზუსტითა და სილამაზით” – წერდნენ მის შესახებ
ფადიკო ახალგაზრდა, 24 წლის დაიღუპა ბათუმში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, საცდელი ფრენისას
2013 წელს, ფადიკოს პატივსაცემად, ბათუმის აეროპორტის შესასვლელთან დაიდგა მისი ბიუსტი. ბათუმში არსებობს ფადიკოს სახელობის ქუჩაც
