
ფარიხან სოფიევა 1884 წელს, საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალარში დაიბადა. ის 9-შვილიან ოჯახში ერთადერთი გოგო იყო და ლიდერული თვისებებით გამოირჩეოდა. მეფის რუსეთის დროს, ფარიხანმა ბანკიდან აღებული სესხით, სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა.
⚡ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ფარიხანი თბილისის
მაზრის თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი ქალი გახდა. აღსანიშნავია, რომ უკვე არჩეულმა წევრმა, ფარიხან სოფიევამ, მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგური ააშენებინა.
1921 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ეროვნული კრების წევრების ქონება დაყადაღდა. ფარი არსებული ცნობების მიხედვით ფარიხანი, რომლის ძმები რეპრესიებს ემსხვერპლნენ, არასდროს შეგუებია საბჭოთა რეჯიმს.
ილუსტრაცია მომზადებულია GrlzWave-ის მიერ (By Nunuka) Pəncərə/ფანჯარა-სთვის.
მასალა მომზადდა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
