ფოტოგრაფი პიტერ დევიტო იღებს ფოტოების სერიას, სადაც უპირისპირდება სილამაზის სტანდარტებსა და ფოტოების დამუშავებას.

დღევანდელ დღეს, სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი ადამიანი აქვეყნებს ფოტოებს იმ მესიჯის გასავრცელებლად, რომ საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ. ფოტოგრაფის თქმით, ამ ტენდენდენციის მიუხედავად, მაინც არავინ საუბრობდა აკნეზე. პიტერმა, რომელსაც თავადაც ბავშვობიდან აწუხებდა კანის ეს მდგომარეობა, გადაწყვიტა, ამ თემაზე ხმამაღლა ელაპარაკა.

ფოტოების სერიაში მოდელებს სახეზე აწერიათ ფრაზები, როგორიცაა “აკნე ნორმალურია”, “კანზე რა გჭირს?”, “რატომ არ იფარავ?” და სხვა.