ფოტოზე ხედავთ 15 წლის ივან დიდნიკს, რომელიც ნაცისტებმა რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე საკუთარი სახლიდან ოსვენციმში გადაიყვანეს.

ოსვენციმის განთავისუფლების შემდეგ ივანი ფსიქიკურად დაავადდა – მისმა გონებამ ვეღარ გაუძლო ბანაკში ნანახ და გამოცდილ ადამიანურ ტრაგედიებსა და საშინელებებს.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. გაერომ ეს თარიღი აღიარა ხსოვნის დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გათავისუფლდნენ ტყვეები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკებიდან.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მეცნიერების შრომის შედეგად მოხერხდა იმ ადამიანების რიცხვის დადგენა, რომლებიც გენოციდმა შეიწირა.
ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

ფოტო: Sovfoto/UIG/Getty Images