ფრანგი მოაზროვნე, პოლიტიკური აქტივისტი და რელიგიური მისტიკოსი სიმონ ვეი დაიბადა 1909 წელს ებრაულ ოჯახში. მისი ნაშრომები წარმოადგენს გამოწვევას თანამედროვე პოლიტიკისა და ფილოსოფიის წინაშე. #FemWiki

მიიღო შესანიშნავი განათლება ფრანგულ ლიცეუმსა და პარიზის უმაღლეს სკოლაში. იყო არაჩვეულებრივი სტუდენტი, რომლითაც არაერთი მასწავლებელი და თანატოლი იყო აღფრთოვანებული, თუმცა ზოგიერთი დასცინოდა რადიკალური პოლიტიკური შეხედულებისა და რწმენის ინტენსიურობის გამო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ სოლიდარობა გამოუცხადა მემარცხენე კომუნისტებს. მისი პოლიტიკური აქტიურობა და უწყვეტი ინტერესი სამუშაოსა და მუშათა კლასის მიმართ დაიწყო სტუდენტობის წლებში.

1931 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა ფილოსოფიას საფრანგეთის საშუალო სკოლებში, ასევე აქტიურად მონაწილეობდა შრომით მოძრაობებსა და პოლიტიკურ მოვლენებში, როგორიცაა ესპანეთის სამოქალაქო ომი. ეს იყო მძიმე ეკონომიკური დეპრესიისა და ევროპაში დიდი პოლიტიკური აჯანყების წლები, ხოლო მას მუშაკებისა და სოციალური სამართლიანობისადმი ზრუნვა აიძულებდა, მთელი თავისი დრო დაეთმო საფრანგეთის პროფკავშირის პოლიტიკურ აქტივიზმზე. თავდაპირველად გაიზიარა თავისი თანატოლების რწმენა პროლეტარიული რევოლუციის გარდაუვალობის შესახებ, თუმცა მისმა მემარცხენეულმა გამოცდილებამ და საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაზე დაკვირვებამ განაპირობა ის, რომ რაც 1930 წლებში განვითარდა, განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მარქსი მოელოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო მარქსის თაყვანისმცემელი, იგი გახდა მარქსიზმის კრიტიკოსი, რომელსაც იგი უწოდებდა დოგმას, ვიდრე სოციალური ანალიზის მეცნიერულ მეთოდს.

მან დატოვა საფრანგეთი 1942 წელს გერმანიის ოკუპაციის შემდეგ. სტრესმა და არასრულფასოვანმა კვებამ (მან უარი თქვა, გერმანიის ოკუპაციის პირობებში მცხოვრები მოკლე რაციონით მცხოვრები ფრანგებისადმი სოლიდარობის გამო, იმაზე მეტი საკვების ჭამაზე, რაც მისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა საფრანგეთში) მისი ჯანმრთელობა დააზარალა და აპრილში 1943 წელს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს ტუბერკულოზით. საავადმყოფოში ყოფნის დროსაც კი, მას არ სურდა ან არ შეეძლო ჭამა. იგი გარდაიცვალა 1943 წლის 24 აგვისტოს, 34 წლის ასაკში.

ტექსტის ავტორი თაკო ღვინჯილია
ილუსტრაციის ავტორი ელენე ქათამაძე