
ქეთი ნიჟარაძე დიდებული ქართველი ქალი მწერალი, მთარგმნელი და პოეტი იყო, რომელმაც 1987 წ თავისი სადებიუტო რომანი „ავტოპორტრეტი“ გამოაქვეყნა. #FemWiki
რომანი იმით არის აღსანიშნავი, რომ მასში ქალის პოზიციიდანაა წარმოჩენილი სიმართლე, პროტესტი, ტრაგიზმი (რითაც ქართული ლიტერატურა არ ყოფილა განებივრებული). აღნიშნული პერიოდის გათვალისწინებით (საბჭოთა კავშირის დაშლამდე) რომანი ასევე წარმოადგენდა პატრიარქალური წესრიგისთვის ერთგვარ „სილის გაწნას“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის ლიტერატურას შეიძლება დაუმორჩილებლობისა და ამბოხის ლიტერატურა ვუწოდოთ, რომელიც ერთდროულად მელანქოლიურიც არის და მარტივი ენით დაწერილიც.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში ნათლად ჩანს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალებისგან „დამორჩილებული“ ქალის პირადი განცდები, ინდივიდუალიზმი, სურვილები.
სამწუხაროდ, მწერალმა 2000 წ სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.
