ასე ეძახდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საჰაერო ძალების 588-ე ღამის ბომბდამშენის ყველა ქალ სამხედრო ავიატორს. ✈️
თინეიჯერი გოგონები და ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალები ბომბების სიმძიმისა და დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო პარაშუტის გარეშე დაფრინავდნენ. ღამის ბომბდამშენებს შეტევის ჩუმი ტექნიკა ჰქონდათ. ისინი ძრავს თიშავდნენ და ბომბის ჩაგდების წერტილამდე ჩუმად მისრიალებდნენ.
გერმანელი ჯარისკაცები მხოლოდ ქარის ხმაურით ხვდებოდნენ ავიატორების გამოჩენას. მათ ეს ხმა ცოცხის ხმას შეადარეს და მფრინავებს “ღამის ალქაჯები” უწოდეს. ✈️
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალებს თავიდან ეკრძალებოდათ საბრძოლო მოქმედებები, მაიორმა მარინა რასკოვამ გამოიყენა თავისი პოზიცია და პირადი კონტაქტები, რათა პირველი ქალთა საბრძოლო ლეგიონის შექმნის ნებართვა მიეღო.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

