არ არსებობს ორგაზმის საყოველთაოდ შეთანხმებული ერთი განმარტება, თუმცა არსებულიდან ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ორგაზმი სექსუალური დაძაბულობისგან სასიამოვნო განთავისუფლებაა.
ორგაზმს თან ახლავს მთელი რიგი ფიზიკური შეგრძნებები, მათ შორის:
კუნთების დაძაბულობისგან უეცარი გათავისუფლება
სხვადასხვა კუნთის შეკუმშვის პროცესი
გულის ცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზრდა
სიამოვნების შეგრძნების ვერბალური გამოხატულება.
ქალის მთავარი ეროგენული ზონა კლიტორია, ანატომიურად კლიტორს თავი და ორი ფეხი აქვს, რომლებიც აღგზნებულ მდგომარეობაში 8-10 სანტიმეტრის ზომისაა და ის გარშემო ერტყმის საშოს კედელს. პენეტრაციის დროს, როცა არ ხდება ხახუნი კლიტორზე, რხევებისა და ბიძგების მეშვეობით ხდება კლიტორის ფეხების ნერვული დაბოლოების სტიმულირება, ანუ იმპულსები კლიტორის ფეხებს გადაეცემა და საბოოლოდ კლიტორი იძლევა ორგაზმს, სწორედ ასეთ ორგაზმს ეძახიან ვაგინალურ-კლიტორულს, თვითონ ვაგინას კი ორგაზმის ფუქცია არ გააჩნია, ორგაზმზე პასუხისმგებელია მხოლოდ კლიტორი.
“ყველა ორგაზმი მსგავსია და ყველა ორგაზმი ოდნავ განსხვავებულია” – ასეა ქალისა და მამაკაცის ორგაზმის შემთხვევაშიც. როგორც წესი, ორგაზმს, რომელსაც ვაგინის მქონე ადამიანი განიცდის, უფრო ხანგრძლივია (დაახლოებით 20-დან 35 წამამდე), ვიდრე ორგაზმი, რომელიც პენისის მქონე ადამიანებს (ჩვეულებრივ, 15 წამზე ნაკლები) აქვთ. მამაკაცის ორგაზმი და ეაკულაცია ორი განსხვავებული ბიოლოგიური პროცესია, რომლებიც არ არის აუცილებელი ერთდროულად მოხდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი “ინგრედიენტი” ორგაზმისთვის – კომუნიკაციაა. უთხარით პარტნიორს რა გსურთ, როგორ და სად – ეს არის საუკეთესო გზა მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად. სექსუალური პარტნიორი არ არის გონების მკითხველი, მან ზუსტად შეიძლება არ იცოდეს, რა გსურთ.
ყველა სექსი არ მოითხოვს ორგაზმს და ორგაზმი არ ნიშნავს რომ სექსი შესანიშნავია.
სხეულები განსხვავებულია. სიამოვნება განსხვავებულია. ორგაზმები განსხვავებულია. გზა, რომელიც ორგაზმამდე მიდის, არის ექსპერიმენტების, კომუნიკაციისა და ხელახლა მცდელობის გზა. სიამოვნება სირცხვილი არ არის.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia

