
ჩიმამანდა ინგოზი ადიჩი #FemWiki
ჩიმამანდა ინგოზი ადიჩი – ქალი, რომლის ემოციურ და მოტივატორულ TED Talks-ს გასდევს ბიონსეს სიმღერა “*** Flawless”.
ნიგერიელმა მწერალმა პირველი წიგნი 25 წლის ასაკში დაწერა. მის სამივე წიგნს აქვს მოგებული ლიტერატურის სხვადასხვა ჯილდო: ქალთა პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის, თანამეგობრობის მწერალთა პრემია და სხვა. მისი ნაწარმოებები ძირითადად ქალთა უფლებებს და გაძლიერებას ეხება.
ის რამდენჯერმე წარსდგა TED Talks-ის საღამოზე. მისი ყველაზე ცნობილი გამოსვლა “ჩვენ ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ” ერთ – ერთი ყველაზე ნახვადი და პოპულარული TED Talks-ია მსოფლიოში.
“ფემინისტის ჩემეული დეფინიცია არის ასეთი: ქალი ან კაცი, რომელიც ამბობს, რომ არსებობს გენდერთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შევცვალოთ, თითოეულმა ჩვენგანმა – ქალებმაც და კაცებმაც.”
