
ძუძუს კიბოს ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც 20 წელი იკვლევდნენ, პირველ ცდებს გადის ადამიანებზე. #FemFacts
პირველი ფაზის ცდების მიხედვით, ძუძუს კიბოს ექსპერიმენტული ვაქცინა აღმოჩნდა უსაფრთხო და ძალიან ეფექტური HER2 სიმსივნური უჯრედების ზრდის თავიდან ასაცილებლად. ძუძუს კიბოს 30% მოიცავს ცილა HER2-ის მაღალ დონეს, რაც პასუხისმგებელია ქალებში ძუძუს კიბოს ყველაზე რთულ, აგრესიულსა და სწრაფად გავრცელებად ტიპზე.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (UWSM) მკვლევართა ჯგუფი ძუძუს კიბოს ვაქცინაზე ბოლო 20 წელია მუშაობს. ჟურნალ JAMA oncology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ადამიანებზე პირველი ფაზის ცდების შედეგებია გამოვლენილი.
ძუძუს კიბო 7 მილიონზე მეტ ქალს აქვს და ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დიაგნოზად მიიჩნევა.
მკვლევარები ახლა თავიანთი ვაქცინის მეორე ფაზას ატარებენ. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი სასწაული.
Photo: ALYONA KOCHETKOVA
