“ხომ გითხარით” – ეს არის წარწერა მარგარეტ ეტვუდის ჭიქაზე.

ასე ეხმაურება კანადელი მწერალი რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, აბორტის საკონსტიტუციო უფლების გაუქმების შესახებ. მან თავის რომანში “მხევლის წიგნი” აღწერა სამყარო, რომელშიც ერთპიროვნული, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება ქალებისთვის რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვით იწყება. როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი ერთგვარი ვარაუდი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, გამართლდა.