
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს.
„ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამ კანონის მიღებით გაუქმდება 1996 წლის კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფს ფედერალურ შეღავათებს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის.
