ჰონგ-კონგში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით “პირველი ფოტო – უკანასკნელი ფოტო”. გამოფენაზე წარდგენილი იყო სელექციური აბორტის გაკეთებამდე გადაღებული სონოგრამული ფოტო-სურათები.

გამოფენა სელექციური აბორტის ამორალურობის შესახებ ადამიანების ყურადღების მიპყრობასა და მათში კამათის გამოწვევას ისახავდა მიზნად. პრობლემაა ის, რომ ზოგიერთი კულტურისთვის დღემდე გოგონა ნაკლებად სასურველი შვილია, ვიდრე ბიჭი, რისი შედეგიც 100 მილიონზე მეტი არდაბადებული გოგონაა. გოგონებზე ხომ სონოგრამული ფოტოების გადაღების შემდეგ აბორტს იკეთებენ.
#FemFacts