⚡️ “ბარბის” მწარმოებელმა გამოუშვა სტიგმებისა და სტანდარტებისგან თავისუფალი, ახალი დიზაინის თოჯინები, მათ შორის, ისეთი, რომელსაც აქვს კანის დაავადება, ვიტილიგო, ზის ეტლში, ან არის გენდერულად ნეიტრალური.

მწარმოებლების თქმით, მათ უნდოდათ ეჩვენებინათ სილამაზისა და მოდის მრავალმხრივი აღქმა. მაგალითად, თუ გოგონას რაიმე მიზეზით სცვივა თმა, ის შეძლებს თოჯინებში თავისი ანარეკლის პოვნას.
გენდერულად ნეიტრალური თოჯინების სერია კი საშუალებას აძლევს ბავშვებს თავიანთი გემოვნებით შეარჩიონ მოკლეთმიანი ან გრძელთმიანი ვარცხნილობა, ჩააცვან კაბა ან შარვალი და სხვა უამრავი განსხვავებული სტილი.

კომპანიამ 2019 წელს დაიწყო უფრო რეალისტური თოჯინების წარმოება, რომლებსაც ჰქონდათ შედარებით დიდი წელი, პატარა მკერდი, ან ფართე მხრები.