
✊ თებერვალი აფრო-ამერიკელთა ისტორიის თვეა #BlackHistoryMonth
ჰერიეტ ტაბმენი #FemWiki
ცნობილი, როგორც “მოსე თავისი ხალხისთვის”, ჰერიეტ ტაბმენმი მთელი ცხოვრება იბრძოდა მონობაში მყოფი ხალხის განთავისუფლებისთვის.
1800-ანი წლების ამერიკაში ის 300-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა მონობიდან თავის დაღწევაში.
ის ეხმარებოდა მონობაში მყოფ ადამიანებს თავშესაფრის, საკვების და სამსახურის პოვნაშიც კი.
⭐ ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ტაბმენი მოწინავე აბოლიციონისტი იყო, ომის დროს კი ფედერალურ ჯარს ეხმარებოდა და პარალელურად ჯაშუშის როლსაც ირგებდა.
მედდად ყოფნის დროს, ჰერიეტმა გაავრცელა მცენარეული წამლები, რომელთა საშუალებითაც ინფექციებითა და დაავადებებით მომაკვდავი ფერადკანიანი და თეთრკანიანი ჯარისკაცების გადარჩენა იყო შესაძლებელი.
ომის შემდეგ, ტაბმენმა დაიწყო სახსრების შეგროვება განთავისუფლებული ადამიანებისთვის და შეუერთდა სუფრაჟისტულ მოძრაობას. ტაბმენმა დარჩენილი სიცოცხლე გაღარიბებული ყოფილი მონებისა და მოხუცების დახმარებას მიუძღვნა.
