❗️გვინდა გამოვეხმაუროთ თათია სამხარაძის წინააღმდეგ წამოწყებულ პროპაგანდისტულ, ძალადობრივ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მოძალადის, სახელისუფლებო არხის დირექტორის, შალვა რამიშვილის დაცვას და მსხვერპლის დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს. გასული დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენა, შეიჭრა ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში დაშინების მიზნით.

ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ თათიას, ქალს, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში საჯაროდ პირველმა ამხილა. მან სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

გუშინ, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ არანაირი დაზიანება არ აღენიშნება და არც დიმა ჩიქოვანის ბინაში იმყოფება.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

❗️რამდენიმე საათის წინ კი, თათია სამხარაძემ გაავრცელა მიმართვა, რომ POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მის სახლთან კვლავ მივიდა, რამდენიმე ჯგუფი კი მას სადასბაზოსთან ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხარაძემ დასახმარებლად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.