
⭐️ მარო მაყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი, ტრაგიკულად დაღუპული საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლისას. #FemWiki
მაროს ადრეული ასაკიდან აღელვებდა საქართველოს პოლიტიკური მომავალი. 16 წლის მარო პირად დღიურში წერდა, როგორ ოცნებობდა დამოუკიდებელი საქართველოს ნახვასა და იტალიასა ან საფრანგეთში განათლების მიღებაზე, რათა შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულიყო და თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა.
როგორც ამბობენ, მაროს სწამდა, რომ სამშობლოსთვის თავდადება ღირდა. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში მან ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მარო წითელი ჯვრის ორგანიზაციაში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯორ-ტაბახმელასკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. იგი ამ დროს ძალიან ახალგაზრდა იყო, 19 წლის სტუდენტი.
19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით მარო სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ ეს ამბავი მძიმედ განიცადა. პრესაში მაროს ქართველ ჟანა დ’არკადაც მოიხსენიებდნენ. ზაქარია ფალიაშვილმა კი თავისი ოპერის, “დაისის”, მთავარ გმირს, მსხვერპლი ქალის პატივსაცემად, მარო უწოდა.
