1-7 აგვისტოს ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.

დედის რძე შეიცავს ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას. კვლევებით დასტურდება, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირეს და აუმჯობესებს დედის ჯანმრთელობას – ამცირებს ძუძუსა და საკვერცხის კიბოს, დიაბეტისა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკებს.

ბევრი დედა, უარს ამბობს ბავშვის ბუნებრივ კვებაზე, ან ბუნებრივი კვების გამო წყვეტს საკუთარ საქმიანობას და საზოგადოებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირიყება. ეს კი ძირითადად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, დედა, რომელსაც შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, პარალელურად საქმეს და სამსახურს ვერ შეუთავსებს, თუმცა ეს მხოლოდ მითია.

თუ არსებობს ნება და ფიზიკური შესაძლებლობა, დედის რძე ჩვილისთვის შეუცვლელი საკვებია.
გვახსოვდეს, რომ ძუძუთი კვება სირცხვილი არ არის და ნებისმიერ ადგილას თუ დროს, დედას აქვს უფლება აჭამოს ჩვილს.