1 თებერვალს მუსლიმი ქალების პატივსაცემად ჰიჯაბის საერთაშორისო დღე აღინიშნება
#WorldHijabDay

ჩვენს გარშემო დაახლოებით 2 მილიარდი მუსლიმი ცხოვრობს, მათგან ნახევარი ქალია. ზოგ ქვეყანაში მკაცრად ითხოვენ ჰიჯაბის ტარებას, სხვაგან მეტი თავისუფლებაა. ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი კი, რელიგიური გრძნობების გამოხატვის პიროვნული თავისუფლებაა – ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და რწმენა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს თავად სურს.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ირანსა და ავღანეთში მიღებული მკაცრი კანონების ფონზე, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჰიჯაბის ტარება უნდა იყოს ადამიანის არჩევანი და არა ვალდებულება.

“მუსლიმი ადამიანების გარშემო არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომ, როგორც ფოტოგრაფისთვის, მნიშვნელოვანია გაჩვენოთ, რამდენად მრავალფეროვანი მუსლიმი ქალები არსებობენ ჩვენს გარშემო. მათ აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი რელიგიური გრძნობები”. – ფოტოგრაფი Lamisa Khan