13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 12 ივნისის ღამეს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა. წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი.

ეს 23 წლის ივლიტა ჯიბუტის ბოლო სატელეფონო კომუნიკაციაა მამასთან. ივლიტა ტრაგედიის ღამეს საკუთარ სახლში მეუღლესა და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მდინარე ვერეს ადიდების გამო ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სახურავზე ასულიყვნენ, თუმცა მოვარდნილმა მდინარემ ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია სახლთან ერთად გაიტაცა. მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.