14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20%, საკუთარ სახელმწიფოში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა საქართველოს მოსახლეობის 30%.

ამ პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სასტიკი ომის პარალელურად, საქართველოს კარს უღებს რუსეთის მოქალაქეებს.

მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში
90 000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რუსეთს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის პირველი ადგილი უჭირავს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არ არის, ეს ექსპანსიის ნაწილია, რაც სახეს უცვლის ქართული ტურიზმის ეთიკას და კულტურასაც.

რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სურს აქ იყოს 360 დღე, ეს უკვე ტურისტი არ არის. მაშინ უნდა გავერკვეთ, რა მიზნებით ჩამოდის ის საქართველოში. ნორმალურ ქვეყანაში, ამ კითხვას სვამს შესაბამისი სამსახურები, თუმცა საქართველოს ხელისუფლება დუმს.

გვახსოვდეს, რომ რუსეთი მტერია, სიჩუმე კი გამოსავალი არ არის. ბრძოლა თავისუფლებისთვის დღემდე გრძელდება.

#რუსეთიოკუპანტია