15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველო იფიცება – ვიფიცებით როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულები.

3 საათის განმავლობაში, ყველა ვწყვეტთ მუშაობას და ვდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ, თუ რა გველოდება იზოლაციის პირობებში, სიღარიბისა და უმუშევრობის ზღვარზე.

ყველას ერთი საერთო მიზანი გვაქვს – დაინიშნოს ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული გათავისუფლდეს.

არ აქვს მნიშვნელობა, მენეჯერი ხარ, ბიზნესის მფლობელი თუ დასაქმებული – შემოერთდი საყოველთაო გაფიცვას!

ილუსტრაცია @77723nn