
“18 წლის ასაკში ვიმშობიარე. მქონდა სერიოზული პოსტსამშობიარო გართულებები, მაგრამ ჩემს შეგრძნებებს სახელებს ვერ ვარქმევდი. გვიან მივხვდი, რომ ის, რაც მე დამემართა იყო გინეკოლოგიური ძალადობა.
მშობიარობის შემდეგ, კლინიკური გართულებების გარდა, მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია. ეს ისე გადავლახე, არც ვიცოდი, რა იყო. Ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით ერთი თვე სავადმყოფოში სიარულში გავატარე და წარმოიდგინეთ, რომ ექიმი არ მეუბნებოდა, რა მჭირდა. როგორც ჩანს, არ უნდოდა ეს დიაგნოზი ისტორიაში ჩაწერილიყო. Სავარაუდოდ, მქონდა მძიმე სეფსისი. ძალიან მაღალი სიცხე, ციებ-ცხელება. მკურნალობისას სამედიცინო პროცედურებს ისე მიტარებდნენ, არ ვიცოდი, რა მიტარდებოდა და რატომ.
მაგალითისთვის, ერთხელ ამიყვანეს გინეკოლოგიურ სკამზე, გინეკოლოგმა კი პირდაპირ ინსტრუმენტებით დაიწყო მუშაობა. გაუსაძლისად მტკივნეული პროცედურა ყოველგვარი გაფრთხილების და ახსნის გარეშე ჩამიტარა. თან შიგადაშიგ მეხუმრებოდა, Როგორ გაგვაწვალეო. მაშინ უბრალოდ შეწინააღდმეგება არ შემეძლო. პროცედურის მერე, ექთანმა სიცილით მითხრა, რომ ეს იყო აბორტი, ე.წ. გამოგფხეკვის პროცედურა. Ამ კონკრეტული ეპიზოდის ფსიქოლოგიურ ტრავმებს, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი გავიდა, დღემდე ვიშუშებ.
გინეკოლოგიური ძალადობის დროს, როგორც ყველა სხვა ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლმა არ იცის, რომ მასზე ძალადობენ. ამიტომ, ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მიმართულებით, რომელიც საკმაოდ მასკულინურია.
ჩვენ აქტივისტები კონკრეტული ექიმების დასჯას კი არ ვითხოვთ, გვინდა ჯანსაღი მენტალური სივრცე გვქონდეს და ჩვენზე არ ძალადობდნენ ის ადამიანები, რომელთა იმედიც უნდა გვქონდეს.
გახსოვდეთ, რომ გაქვთ უფლება იცოდეთ ჩარევის დეტალები. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გინეკოლოგიურ ჩარევას, მითუმეტეს პენეტრაციას. Მერე რა, რომ ეს სამედიცინო სფეროა. თქვენი ნებართვის გარეშე არავის არ აქვს უფლება თქვენს სხეულს შეეხოს. ცხადია, თუ სასიცოცხლო რისკი არაა.”
– თინი ნოღაიდელი, (Rémmée), მომღერალი, პოდკასტერი, ფემინისტი.
პროექტის მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia
#შეიmeცნე
