
“19 წლის ვიყავი, როცა ჩემმა უახლოესმა “მეგობარმა” ჩემზე იძალადა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ამაფარა პირზე ხელი და ცდილობდა ჩემს გაჩუმებას. ვცადე, მთელი ძალით წინააღმდეგობის გაწევა იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ ვერ ვუმკლავდებოდი და შიშისგან გავშეშდი. ვიცოდი, რომ ამ დროს თავდაცვის ინსტინქტი ერთვებათ, მაგრამ ეს ჩემს შემთხვევაში არ მოხდა. ვეღარ ვმოძრაობდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი – ვერც ტკივილს და ვერაფერს, რასაც ამ დროს უნდა გრძნობდნენ.
სასწრაფოდ აბაზანაში შევედი, ამ სიბინძურის მოშორება ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ ამას წყალი ვერ შემიცვლიდა, ამიტომ თვითმკვლელობა ვცადე, რადგან გავიაზრე, რომ ეს ლაქა ცხოვრების ბოლომდე გამყვებოდა. თუმცა, მალევე, სააბაზანოს კარი გატეხა და ხელში ამიყვანა, ჩამაცვა ტანსაცმელი, რომელიც მანვე შემომახია.
ამ ამბის შემდეგ 4 წელი გავიდა, შექმნა ოჯახი და ცხოვრობს ბედნიერად. მე კი დღეს იმდენად მყარად ვარ მენტალურად რომ ეს ლაქა ჩემს გონებაში აღარ არსებობს, ნაიარევი გაქრა სხეულიდან და გონებიდან და ერთადერთი, რაც ამ ტრაგედიამ მომცა – თავდაცვის ინსტიქტია. ვისურვებ, რომ ეს არასდროს არცერთმა ქალმა არ გამოსცადოს”.
#grlzwave_storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
პროექტის მხარდამჭერია fillia.die. frauenstiftung
