
1950 წელს ერაყში დაბადებული ზაჰა ჰადიდი პირველი ქალია, რომელმაც 2004 წელს არქიტექტურულ სფეროში უმაღლესი ჯილდო Pritzker Architecture Prize მიიღო. #FemWiki
⭐️ ზაჰას არ აშინებდა ექსპერიმენტები. ის მიდიოდა რისკზე და სამყაროსთვის არქიტექტურაში ახალ-ახალ ჰორიზონტებს ხსნიდა. ჰადიდის შემოქმედება ადვილად ამოსაცნობი, გასაოცარი და უნიკალურია. მის მიერ შექმნილი თითოეული დიზაინი დიდი განსჯისა და დისკუსიის საგანი ხდებოდა. ზაჰა ჰადიდს ყოველთვის მოიხსენიებენ, როგორც „უდიდეს ქალ არქიტექტორს”, თუმცა კი რთული მოსაძებნი იქნება არქიტექტორი კაცი, რომელიც შესძლებს ჰადიდის მსგავსი განუმეორებელი სტილის შექმნას.
ცხოვრების განმავლობაში ზაჰა ჰადიდმა თავისი შემოქმედების დივერსიფიკაციაც მოახდინა, როდესაც სხვადასხვა დიზაინის შექმნა დაიწყო – დაწყებული კარადების დიზაინით, დასრულებული ყვავილების ლარნაკებით.
ერაყში დაბადებული არქიტექტორი ინგლისში ცხოვრობდა, ამ ქვეყანაში კი თავს უცხოდ გრძნობდა. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, თვლიდა, რომ ინგლისელებმა ის ვერ მიიღეს. ზაჰა ჰადიდი ძალიან განიცდიდა თავისი მშობლიური ბაღდადის განადგურებას. ერაყის მთავრობამ სწორედ მას შეუკვეთა ახალი ეროვნული ბანკისა და პარლამენტის შენობის დიზაინის შექმნა.
ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის „მაინდ-ზონა“. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრიც იყო.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
