
2 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ფაშისტური კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. კანონი მოიცავს უმძიმეს ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ჩანაწერებს და რიგ საკითხებზე აკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამ ქვეყანაში დაბადებული, მცხოვრები და გაზრდილი ადამიანები არასდროს შევეგუებით ჩვენი გაქრობის მცდელობებს, არც ჩვენს გამოყენებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
საქართველოს ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა ინახავს და ზრუნავს იმ დანატოვარზე, რაც ქვიარ ადამიანებმა ტოტალიტარული და იმპერიალისტური სისტემების ქვეშაც კი შეძლეს მომავალი თაობებისთვის ესახსოვრათ.
ჩვენ ამდენი იმისთვის არ გვიბრძოლია, გვტკენია, განგვიცდია და დაგვიკარგავს, რომ ფაშისტურ კანონებსა და პრაქტიკებს დავემორჩილოთ და თავისუფლებასა და სიცოცხლის უფლებაზე უარი ვთქვათ.
მტკიცედ გვწამს, რომ თქვენ ჩვენ გვერდით ხართ. გვწამს, რომ მარტო არ დაგვტოვებთ იმ სისტემასთან, რომელიც მალე თითოეულს მიუკაკუნებს კარზე.
ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ვერ გაგვაქრობთ. ვერ გაგვაჩუმებთ.
სოლიდარობას და ერთობას დიდი ძალა აქვს.
