2 დეკემბერს ძალაში შევიდა ჰომოფობიური, ცენზურის დამწესებელი კანონი. ქვიარ აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ეს „ქართული ოცნების” ოფისთან გააპროტესტეს.
მათ წაიკითხეს მანიფესტიც:
„ჩვენ უარს ვამბობთ, დავემორჩილოთ რეპრესიულ კანონსა და რეჟიმს! უარს ვაცხადებთ დამალვაზე, გაჩუმებაზე!
და მოგიწოდებთ სხვებსაც:
ყველა საჯარო უწყებას, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა და აღსრულება გევალებათ: ღიად მხარი დაუჭირეთ და უზრუნველყავით ქვიარ ადამიანების თანასწორუფლებიან მოქალაქეებად აღიარება!
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს: არ დაემორჩილოთ კანონის ფაშისტურ მოთხოვნას და მოემსახურეთ ტრანს ადამიანებს.
უმოქმედობა და დუმილი ნიშნავს თანამონაწილეობას ფაშისტური ოცნების ასრულებაში.
დაუმორჩილებლობა ფაშისტურ, ანტი-ლგბტ კანონს და ჰომოფობიას ჩაბღაუჭებული ოლიგარქის ავტორიტარულ რეჟიმს”.
წყარო და ფოტოები: @publika.ge



