20 ნოემბერი არის ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.

ტრანსგენდერი ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. მათ თავიანთი გენდერული იდენტობის გამო კლავენ.

საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა: აქამდე გახმაურებული საბი ბერიანის, ბიანკა შიგუროვას, ზიზისა და ლიკას მკვლელობა არ აღმოჩნდა უკანასკნელი. ტრანსგენდერებს ასევე უწევთ პროტესტის ნიშნად უკიდურეს ფორმებს მიმართონ, რისი მაგალითიც იყო მერიასთან თავის დაწვა.

ბოლოდროინდელი გახმაურებული მკვლელობა კი 31 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მასაჟის სალონში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერ ქალს, ცივი იარაღით არაერთი ჭრილობა მიაყენეს. ეს, სამწუხაროდ, არასრული ჩამონათვალია. ამ ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა.

თითოეული ინდივიდი, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა, იმსახურებს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თავი, ამიტომ მუდამ გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ “საკუთარი თავები” და ამის გამო იმსხვერპლეს.